ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული ქვეყნებისთვის სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების მეორე პროგრამის შესახებ

სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების  აღმოსავლეთის ქვეყნების მეორე პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული ქვეყნებისთვის ხელს უწყობს მონაწილე ქვეყნებში სატყეო სექტორის მართვას. რეგიონულ დონეზე პროგრამა მიზნად ისახავს 2005 წლის სანკტ პეტერბურგის მინისტერიალის დეკლარაციის განხორციელებას და ეხმარება მთავრობებს შეასრულონ აღებული ვალდებულებები დროში გაწერილი სამოქმედო გეგმის მიხედვით. ეროვნულ დონეზე პროგრამა განიხილავს ან გადახედავს სატყეო სექტორის პოლიტიკასა და საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ სტრუქტურებს,  ხელს უწყობს  მონაწილე ქვეყნებში ტყის მდგრადი მართვის, სატყეო სექტორის კარგი მმართველობის დანერგვასა და შესაბამისი ცოდნის გაუმჯობესებას. ადგილობრივ დონეზე პროგრამა ითვალისწინებს ტყის მდგრადი მართვის საუკეთესო პრაქტიკის დემონსტრირებას და ტყის მართვის გაუმჯობესებული პრაქტიკის გამოცდას ველად. მონაწილე ქვეყნებია: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვა, რუსეთი და უკრაინა. პროგრამა ფინანსდება ევროკავშირის მიერ. http://www.enpi-fleg.org

პროექტის პარტნიორები

ევროკომისია

ევროკავშირი წარმოადგენს განვითარების ხელშემწყობ უმსხვილეს დონორს მსოფლიოში. EuropeAid-ი ევროკომისიის  გენერალური დირექტორის აპარატი განვითარებისა და თანამშრომლობის სფეროში - პასუხისმგებელია ევროპის განვითარების პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და მსოფლიო მასშტაბით დახმარების გაწევაზე. EuropeAid-ი დახმარებას ახორციელებს ფინანსური ინსტრუმენტების საშუალებით, რომლებიც, ძირითადად, მიმართულია ევროკავშირის დახმარების ხარისხისა და მისი ეფექტურობის უზრუნველყოფისაკენ. როგორც განვითარების სფეროს აქტიური და პროაქტიული მოთამაშე, EuropeAid-ი  ხელს უწყობს კარგ მმართველობას, ადამიანთა შესაძლებლობებს გაფართოებას და ეკონომიკის განვითარებას. იგი მუშაობს ისეთ საყოველთაო მნიშვნელობის საკითხებზე, როგორიცაა შიმშილის აღმოფხვრა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება.

http://ec.europa.eu/index_en.htm

მსოფლიო ბანკი

მსოფლო ბანკის ჯგუფი წარმოადგენს  ცოდნისა და დაფინანსების ერთ-ერთ უმსხვილეს  წყაროს მსოფლიოში მასში შემავალი 188 წევრი სახელმწიფოსათვის.  ორგანიზაციები, რომლებიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის შემადგენლობაში შედიან, მიეკუთვნებიან წევრი ქვეყნების მთავრობებს, რომლებიც ამ ორგანიზაციების ფარგლებში უფლებამოსილნი არიან მიიღონ  საბოლოო გადაწყვეტილება ყველა საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკის, ფინანსებისა  და გაწევრიანების საკითხების ჩათვლით. მსოფლიო ბანკის ჯგუფი შედგება  ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ხუთი ორგანიზაციისაგან. ესენია: რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD), განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტო (MIGA) და საინვესტიციო დავების რეგულირების საერთაშორისო ცენტრი (ICSID). თითოეული ეს ორგანიზაცია განნსაკუთრებულ როლს ასრულებს მსოფლიო ბანკის ჯგუფის მისიის შესრულებაში, რომელიც მიმართულია უკიდურესი სიღატაკის აღმოფხვრისაკენ ისე, რომ იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა საარსებო მინიმუმი დღეში 1,25 აშშ დოლარზე ნაკლებია, მნიშვნელოვნად შემცირდეს და არ აღემატობოდეს  3 პროცენტს. მსოფლიო ბანკის ჯგუფის მისიაა, რომ ხელი შეუწყოს გაზიარებულ კეთილდღეობას და ყველა ქვეყანაში შემოსავლის გაზრდას სულ მცირე 40 პროცენტით.

http://www.worldbank.org,  http://www.ifc.org,  http://www.miga.org

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი (IUCN) ეხმარება მსოფლიოს გარემოს დაცვისა და განვითარების სფეროში არსებული ურთულესი პრობლემების გადასაწყვეტი პრაგმატული გამოსავლის მოძებნაში.  ორგანიზაციის საქმიანობა მიმართულია ბუნების მდგომარეობის შეფასებისა და კონსერვაციისკენ, მისი მოხმარების ეფექტური და სამართლიანი მართვისკენ და პრობლემათა  გადაწყვეტის ბუნებრივი გზების მოძიებისკენ ისეთი გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, მზარდი მოთხოვნილება საკვებზე და განვითარება. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი მხარს უჭერს სამეცნიერო კვლევას მთელს მსოფლიოში, ახორციელებს კონკრეტულ პროექტებს ადგილებზე და ერთმანეთთან აკავშირებს მთავრობების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გაეროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს პოლიტიკის, საკანონმდებლო ბაზის და საუკეთესო პრაქტიკის გაუმჯობესება-განვითარების მიზნით. იგი მსოფლიოს უძველესი და უდიდესი გარემოს დაცვითი გლობალური ორგანიზაციაა, რომლის წევრია 1,200–ზე მეტი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია და 11,000–მდე დამოუკიდებელი ექსპერტი 160 ქვეყანაში. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი თავის საქმიანობას მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს 45 ოფისის, 1000–ზე მეტი თანამშრომლისა და ასობით პარტნიორი საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: 

http://www.iucn.org

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) წარმოადგენს მსოფლიოში ბუნების დაცვის ერთ-ერთ უდიდეს, ავტორიტეტულ და დამოუკიდებელ ორგანიზაციას 5 მილიონი მხარდამჭერითა და 100-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი გლობალური ქსელით. ფონდის მისიაა პლანეტის ბუნებრივი გარემოს დეგრადაციის შეჩერება და ისეთი მომავლის შექმნა, სადაც ადამიანები ბუნებასთან ჰარმონიულად იცხოვრებენ. ამ მიზნით ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი ხელს უწყობს პლანეტის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვას, განახლებადი ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და დაბინძურების და რესურსების გადაჭარბებული მოხმარების შემცირებას. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: 

http://www.panda.org

 

 

მეტი სითბო ნაკლები შეშით